|
2018-01-10 17:18:32, 1764 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ზურაბ გორნაკაშვილს და შოაიფ ბორზიევს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულებს - ზურაბ გორნაკაშვილს და შოაიფ ბორზიევს წინასწარი პატიმრობის ვადა 22 თებერვლამდე გაუხანგრძლივა. პროკურორ ნანა ხუნჯუას განცხადებით, ბრალდებას დამატებითი ვადა მტკიცებულებების მოსაპოვებლად სჭირდება. "წინასასამართლო სხდომის გადაწევის შესახებ შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა. აღნიშნული სხდომა 16 იანვრის ნაცვლას 22 თებერვალს გაიმართება. ასევე, ძალაში იქნა დატოვებული მოსამართლის მიერ ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობა. საქმე გახლავთ საკმაოდ მოცულობითი და არის გარკვეული სირთულის. შესაბამისად, მოცემული ვადა არ იყო საკმარისი გამოძიებისთვის. საქმეში არსებობს ინფორმაცია, რომელსაც დუდაევი სინამდვილეში არის ბორძიები, მაგრამ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადა პროკურორმა. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)