|
2018-01-10 16:49:10, 1756 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ღოღობერიძისა და ჩხირკვიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
მთავარი პროკურატურა მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხირკვიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოყანილ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ღოღობერიძე . და ჩხირკვია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით სცნო დამნაშავედ: „სამართალდამცველებმა მ.ღ. 2017 წლის 23 აპრილს ქ. ბათუმში, ხოლო ი.ჩ. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს, მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ მ.ღ.-მ და ი.ჩ-მ 2017 წლის 11-12 მარტს, ქალაქ ბათუმში განახორციელეს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რასაც მოჰყვა მასობრივი არეულობა, გზების გადაკეტვა, მოძრაობის შეფერხება, ქალაქის ინფრასტრუქტურის განადგურება და ავტომანქანების დაწვა, ასევე შეფერხდა სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა“,-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში და აქვე განმარტებულია, რომ სასამართლომ ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება დააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლების კანონიერი მოთხოვნებისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)