|
2018-01-10 12:48:32, 1724 ნახვა
სამართალი
თამთა მიქელაძე თემირლან მაჩალიკაშვილზე: ეს იყო მკვლელობა, რომელიც სახელმწიფომ ჩაიდინა
„დღეს კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ ეს იყო მკვლელობა, რომელიც სახელმწიფომ ჩაიდინა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ“,-ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო-პოლიტიკუტრი უფლებების პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე სპცრაზმელის მიერ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს. მისივე თქმით, ყველა სამართლებრივი დაცვის საშუალებას გამოიყენებენ, რათა საქმეზე სიმართლე დადგინდეს და დაზარალებული ოჯახის უფლებები ბოლომდე იყოს დაცული. „ამ საქმეში პრობლემურია როგორც სროლის აუცილებლობის საკითხი, ისე დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენილის საკითხი უშუალოდ დაჭრის ეპიზოდში და მთელი ამ 2 კვირის განმავლობაში მისთვის არმოჩენილი სამედიცინო დახმარების ადეკვატურობის პრობლემა. ჩვენ ამ საკითხებს შევისწავლით“,-აღნიშნა თამთა მიქელაძემ. ის ამბობს, რომ გამოძიებას ნაკლებად ენდობა. თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გამთენიისას გარდაიცვალა. მას გული 4-ჯერ გაუჩერდა, რეანიმაციული მოქმედებები კი წარუმატებელი აღმოჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)