|
2018-01-08 15:46:57, 2525 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძემ ის სამი პრიორიტეტი დაასახელა, რითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იხელმძღვანელებს
საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა საპარლამენტო მდივანმა და უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალადდანიშნულმა წევრმა ანა დოლიძემ, ის სამი მთავარი პრიორიტეტი დაასახელა, რითაც აპირებს, რომ საბჭოში იხელმძღვანელოს. ამასთან, დოლიძემ პრეზიდენტს თანამდებობაზე დანიშვნისთვის მადლობა გადაუხადა. „უღრმესი მადლობა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს ამ უაღრესად დიდი პატივისთვის რასაც ჰქვია დანიშნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და მანამდე იმ პატივისთვის რასაც ჰქვია, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად მუშაობა. არაერთხელ გავიმეორებ ჩემს ცხოვრებაში რომ ყოველი დღე გატარებული ამ შენობაში, საქართველოს პრეზიდენტთან მუშაობისას მე გამორჩეულად დამამახსოვრდება. რაც შეეხება მომავალს, ბუნებრივია ეს პოზიცია საბჭოს წევრს აკისრებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, ის არის დიდი პრივილეგია. მე მოგახსენებთ იმ სამ ამოცანას, რომელიც ჩემს ყველაზე მთავარ ამოცანებად მიმაჩნია: მოგეხსენებათ სასამართლო ხელისუფლების ფუნქცია არის ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ამ მხრივ ჩვენი ბევრი მოქალაქე ყოველ დღე ელოდება განაჩენს, გადაწყვეტილებას ჩვენი სასამართლოებიდან. ეს ლოდინი ხშირად თვეები და ხშირად წლებიც კი გრძელდება. საქმეთა გაჭიანურება არის ძალიან დიდი სისტემური პრობლემა, რომელსაც შეხება ჰქონია სასამართლოსთან. აქედან გამომდინარე, ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ სასამართლომ გასწიოს ისეთი მომსახურება, რომელიც იქნება დროული და ხარისხიანი. მეორე ამოცანა უკავშირდება პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და უკავშირდება სასამართლო ხელისუფლების, კონკრეტულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ ნდობის ამაღლებას, რომელიც პირველ რიგში უნდა მოხდეს მისი გახსნილობით და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებით. საბჭოს დღეს აკრიტიკებენ, რომ ხშირად არ არის შესაბამისად გახსნილი და ანგარიშვალდებული და ჩემი მეორე ამოცანა უნდა იყოს ამ გახსნილობის და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. მესამე ამოცანა უკავშირდება ასევე სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის გაზრდას და სასამართლოს ავტორიტეტის გაზრდას იმით, რომ სასამართლოს ხელისუფლებაში მოვიდნენ მხოლოდ პროფესიული კომპეტენციით და ღირსებით გამორჩეული ადამიანები“,-განაცხადა ანა დოლიძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)