|
2018-01-08 11:35:41, 2028 ნახვა
სამართალი
„ჩხოროწყუში, შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა“
ჩხოროწყუს რაიონში მომხდარ ტრაგედიაში ეჭვმიტანილ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, - ამის შესახებ მოკლული მამაკაცის ბიძამ რევაზ ახალაიამ განაცხადა. როგორც ახალაიამ აღნიშნა, ოჯახი ეჭვმიტანილი მამაკაცის საავადმყოფოში გადაყვანასაც გეგმავდა. "არ იყო ეს კაცი აზრზე და მეტყველებაზეც ეტყობოდა, რომ ვერ აზროვნებდა. ჩვენ უკვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ პოლიციისთვის მიგვემართა და წაგვეყვანა საავადმყოფოში", - განაცხადა რევაზ ახალაიამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩხოროწყუს რაიონში მამაკაცმა შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა. ქალბატონი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 37 წლის შვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მამაკაცი უკვე დაკავებულია. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)