2018-01-06 17:05:11, 2019 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს.
„ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს.
ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა დასაფასებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი ერების მომავლისათვის.
საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს ყოველდღიურად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში.
ვისურვებდი, რომ 2018 წელი ბედნიერების, მშვიდობისა და კეთილდღეობის წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ავტორი: ,