2018-01-05 19:44:51, 1003 ნახვა
რეგიონი
ანატოლი ბიბილოვი "ვიზიტით", დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში იმყოფება
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი "ოფიციალური ვიზიტით" დონეცკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დე-ფაქტო პრეზიდენტის „ვიზიტის“ მთავარი მიზანი „ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაა“.
"სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი საახალწლო საჩუქრის ფარგლებში ლუგანსკის დამცველებს სამხედრო ეკიპირებას აჩუქებს", - წერია "პრესსამსახურის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ე.წ სამხრეთ ოსეთმა, 2014 წელს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. ოკუპირებულ ცხინვალსა და ე.წ რესპუბლიკებს შორის „დიპლომატიური ურთიერთობებია დამყარებული“.
ავტორი: ,