16:07 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-05 16:06:54, 2209 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში ქარბუქმა 6 ადამიანი იმსხვერპლა

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარბუქის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას  ABC  ავრცელებს.

ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ზოგიერთ რაიონში თოვლის სიმაღლემ 30 სანტიმეტრს მიაღწია. შტატის გუბერნატორის, როი კუპერის განცხადებით, სტიქიამ უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.

ასევე, ბოლო ორი დღის განმავლობაში ამერიკულმა ავიაკომპანიებმა ხუთი ათასზე მეტი რეისი გააუქმეს.

ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა მინუს ცხრა გრადუსამდე დაეცემა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics