|
2018-01-03 10:00:28, 1929 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო
1-ელი იანვრიდან, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად ყველა სახის ავტომობილებს შეეხება. ინსპექტირებას გაივლის საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში - 2019 წლის ბოლომდე. პირველ ეტაპზე, სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ავტომობილებს (3.5 ტონაზე ზემოთ) შეეხება. ასევე გამკაცრდება იმ ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი, რომლებიც, დღესაც სავალდებულო შემოწმებას ექვემდებარებიან, თუმცა, მათი ინსპექტირების პროცესი და ადმინისტრირება, მინიმუმ არაეფექტურია. საუბარია სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილებზე, მათ შორის მისაბმელიან ავტოტრანსპორტზეც. 2018 წლის 1-ელი ივლისიდან, ინსპექტირებას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები გაივლიან. რაც შეეხევა სხვა ამვტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებას, 1-ელი ოქტომბრიდან სავალდებულო პერიოდულ შემოწმებას გაივლიან დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომანქანები. კერძოდ კი, 3.0 ძრავით და ზემოთ, ვინაიდან აღნიშნული ძრავის მქონე ავტომობილების გამონაბოლქვის გამო, ჰაერის დაბინძურების მეტი საფრთხე არსებობს. დარჩენილი ავტოპარკი ინსპექტირებას 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გაივლის და ეს პროცესი 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.
ამავე თემაზე: რა ვადებში მოუწევთ ავტომფლობელებს ტექნიკური ინსპექტირების გავლა რა ეღირება ტექნიკური ინსპექტირება და რა პროცედურის გავლა მოუწევთ ავტომფლობელებს ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედების შემდეგ, ავტომობილზე საჭის გადატანა აიკრძალება
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
ტრამპის შვილი X-ზე ტრამპ თაუერ თბილისის რენდერის ფოტოს აქვეყნებს
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)