|
2018-01-02 23:10:55, 2169 ნახვა
საზოგადოება
თბილისს საჩუქრად MAN-ის ახალი ავტობუსი გადაეცა
თბილისს საჩუქრად “MAN”-ის ახალი ავტობუსი გადაეცა. საახალწლოდ გაფორმებული ავტობუსით დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ იმგზავრა და პირველ მგზავრებს ახალი წელი მიულოცა. “კომპანია “MAN”-მა საჩუქად გადმოგვცა ერთი ახალი ლურჯი ავტობუსი და მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიას. თქვენ იცით, რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს არსებული ყვითელი ავტობუსების ავტოპარკის სრულად ჩანაცვლება, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. საახალწლოდ ეს საჩუქარი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. ავტობუსი არის მორთული საახალწლოდ. დავდივართ დედაქალაქის ქუჩებში და ვულოცავთ გაჩერებებზე მომლოდინე ადამიანებს, დედაქალაქის მცხოვრებლებს ახალ წელს”, - განაცხადა კახა კალაძემ. გერმანულმა კომპანია „Man Truck and Bus AG“-იმ დედაქალაქს ახალი ავტობუსი საჩუქრად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებული „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში გადასცა. ახალი ავტობუსი ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, CNG ძრავზე მომუშავე, ადაპტირებული და კომფორტულია, ისევე როგორც პროექტის ფარგლებში შეძენილი სხვა ავტობუსები. ავტობუსის ღირებულება 190 000 ევროს შეადგენს. (NS)
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
ტრამპის შვილი X-ზე ტრამპ თაუერ თბილისის რენდერის ფოტოს აქვეყნებს
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)