|
2017-12-31 18:33:45, 12238 ნახვა
High - Tech
რეკომენდაციები პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს. საკუთარი და სხვისი უსაფრთხოების დასაცავად და არასასურველი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია: არ გამოიყენოთ პიროტექნიკა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეში; სადღესასწაულო „ასაფეთქებლებს“ მოარიდოთ მოზარდები და არ დართოთ მათი გამოყენების უფლება, უკიდირეს შემთხვევაში, მეთვალყურეობის გარეშე; გაეცნოთ პიროტექნიკული ნაწარმის კონკრეტული სახეობის გამოყენების ინსტრუქციას; თავისუფალი გაყიდვისათვის ნებადართული პიროტექნიკური შემადგენლობის მქონე ნაკეთობა, რომელიც განკუთვნილია სინათლის, ხმოვანი, კვამლის და კომბინირებული ეფექტების შესაქმნელად, გამოყენებამდე, შეინახეთ სახანძრო- უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად; ამასთანავე, მნიშვნელოვნად იზრდება შენობა-ნაგებობების დაზიანების საფრთხეც. შესაძლო ზარალის თავიდან აცილების მიზნით: არ დატოვოთ კარი და ფანჯარა ღია მდგომარეობაში მაშინ, როდესაც მოსახლეობა მასობრივად დაიწყებს პიროტექნიკული ნაწარმის გამოყენებას; ნუ დადებთ ღია აივანზე ნივთებს, რომელსაც შესაძლოა ცეცხლი სწრაფად მოედოს;
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)