|
2017-12-31 17:36:44, 3295 ნახვა
საზოგადოება
“ქართულმა ხმებმა“ N17 დაწესებულებაში წინასაახალწლოდ კონცერტი გამართეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ანსამბლ ,,ქართული ხმების“ წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი და პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ აბაშიშვილი დაესწრნენ. ზვიად მიხანაშვილმა ანსამბლის წევრებს დაწესებულებაში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. ,,მინდა, ყველა აქ მყოფ ადამიანს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და მთელს საქართველოს, რაც შეიძლება, ნაკლები პატიმრის ყოლა ვუსურვო“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა. ღონისძიების დასასრულს ანსამბლის წევრებს მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადაეცათ. ,,ქართული ხმების“ წევრებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ღონიძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს. მსჯავრდებულებს კი საკუთარ ოჯახებში უახლოეს მომავალში დაბრუნება უსურვეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)