|
2017-12-31 15:40:05, 5405 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: 2017 წელს ტრადიციულად პრეზიდენტის ინსტიტუტისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დასაცავად ვიბრძოდით
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან განვლილი, 2017 წელი შეაჯამა. მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებისა და მხარდაჭერისათვის უწევდა ბრძოლა. "ტრადიციულად გვიწევდა პრეზიდენტის ინსტიტუტის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, არა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანა ხდება სახელმწიფო, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები დაცულია. იყო დრამატული პერიოდიც, როდესაც სრულიად ხელოვნური, ერთწლიანი პროცესით მოხდა კონსტიტუციის ცვლილებების ინიცირება. კონსტიტუციისა, რომელიც არ მიიღო არც ქართულმა საზოგადოებამ და არც მე და რომელზეც ვეტოს უფლება გამოვიყენე. ამავე დროს, როგორც ყველა ნორმალურ საზოგადოებაში, ჩვენ ვვითარდებოდით. ეკონომიკური პარამეტრები უფრო უკეთესია, პარამეტრებზე ვსაუბრობ, მე არ ვამბობ, რომ ცხოვრება უკეთესი გახდა მოქალაქეებისთვის, მაგრამ პარამეტრები უკეთესია, ვიდრე ველოდით. ნამდვილად გადავდგით ნაბიჯი წინ ვიზალიბერალიზაციის მეშვეობით. 2018 წელი მე თავისუფლების წლად გამოვაცხადე და მინდა, რომ თავისუფლება, რომელიც გულისხმობს გააზრებას იმისა, რა უნდა ვაკეთოთ, აი ამ ძირითადებზე შევთანხმდეთ, როგორც საზოგადოება, როგორც ქვეყანა და ამ ძირითადისკენ ვიმოძრაოთ უფრო გაერთიანებულად", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)