13:15 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 16:23:38, 3459 ნახვა

მსოფლიო
ექსპერტიზამ გავრცელებულ ჩანაწერებში სააკაშვილისა და კურჩენკოს ხმების ავთენტურობა დაადასტურა

ექსპერტიზამ არსებულ ჩანაწერებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოს ხმების ავთენტურობა დაადასტურა, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრეს-მდივანმი ლარისა სარგანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ტექნიკისა და სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტიზამ არსებულ ჩანაწერებში მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი კურჩენკოს ხმების ავთენტურობა დაადასტურა. ფარული სამძებრო ღონისძიების გატარების შედეგად მათ მიერ ნათქვამი სიტყვები და ფრაზები ოქმში პერსონიფიცირებულია“, - წერს სარგანი.

როგორც უწყების პრეს-მდივანმა აღნიშნა: „დაახლოებით 15 ადამიანი, რომლებიც უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს სააკაშვილის, კურჩენკოს, დინნიკისა და დანგაძის სისხლის სამართლის დანაშაულების დოკუმენტირებაში ეხმარებიან, მოწმის სახით დაიკითხნენ და სახელმწიფო დაცვის ქვეშ იმყოფებიან“.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილი მისი ხმის ავთენტურობას არც უარყოფდა. მაშინ ყოფილი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ მისი ხმა სხვადასხვა საუბრებიდან არის ამოჭრილი და კურჩენკოს ხმასთან დაამონტაჟეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
მითების დეტექტორი: ამერიკის ყოფილი და ბრიტანეთის მოქმედი ელჩების ყალბი ანგარიშები შეიქმნა
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დაიწყო
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics