|
2017-12-29 15:10:27, 4505 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებამ აზერბაიჯანის პარლამენტში პროტესტი გამოიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებამ აზერბაიჯანის მილი მეჯლისში (პარლამენტში) პროტესტი გამოიწვია, - ამის შესახებ Vesti.az იუწყება. საუბარია შემდეგ განცხადებაზე - გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სომხეთისთვის შეიქმნება პირობები, რათა ქვეყანას რუსეთზე წვდომა საქართველოს გავლით ჰქონდეს. პარლამენტის წევრებს პროტესტის გამოხატვის მოწოდებით დეპუტატმა ფარაჯ გულიევმა მიმართა. დეპუტატები აცხადებენ რომ, ამ საკითხის უყურადრებოდ დატოვება არ შეუძლიათ და საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებულ მსხვილ პროექტებს უსვამენ ხაზს. ერთ-ერთი დეპუტატი ინიციატივით გამოვიდა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარონ და განმარტება მოსთხოვონ. "შეიძლება ვინმეს საქართველოში, სურს ჩვენს შორის არსებული ურთიერთობების გაფუჭება. მაგრამ მე არ მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს. ავაშენეთ სარკინიგზო გზა ყარსამდე. საქართველო თავის ბენეფიტს იღებს აქედან. მეგობრობის ჯგუფს მივცემთ დავალებას, რომ ეს საკითხი განიხილონ", - განაცხადა აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)