11:43 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 11:23:38, 2159 ნახვა

საზოგადოება
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალური ტექნიკის მომწოდებლებთან შეხვედრები გაიმართა

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, შპს „მექანიზატორი“ 120 მაღალი გამავლობის ტექნიკას (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი) და 20 ერთეულ შემასხურებელ სასოფლო-სამეურნეო იმპლემენტს შეიძენს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „მექანიზატორისა“ და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები საქართველოში რეგისტრირებულ ტექნიკის მომწოდებულ 60-მდე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან გამართეს და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც დღეს აღნიშნულ ბაზარზე არსებობს.

ტექნიკის მომწოდებლებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროს მიერ  აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განსახორციელებლად დამატებით  თანხები გამოიყო, რომელიც გარდა შესაწამლი პრეპარატებისა, შესაბამისი ტექნიკის შეძენას უნდა მოხმარდეს.

გიორგი ხანიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ 2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა თანმიმდევრულად, დროში ზუსტად განსაზღვრული გრაფიკით განხორციელდა, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში ოპერტიულად უნდა მოხდეს საჭირო აღჭურვილობის შესყიდვა.

(NS) 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics