11:47 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-28 15:50:55, 1935 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში ახალი სკვერი გაიხსნა

ჩუღურეთის ვერჰარნის ქუჩის N7-ში ახალი სკვერი გაიხსნა. კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, საბავშვო მოედანი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა განათებები, სავარჯიშო ტრენაჟორები, სავალი ბილიკები კი, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის განცხადებით, სკვერების რეაბილიტაცია მომავალ წელსაც გაგრძელდება.

„ჩუღურეთის რაიონში გვაქვს ტერიტორიები, სადაც სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, მჭიდრო კომუნიკაციით, ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ, მათ შორის, სპორტული მოედნების, სკვერების  რეაბილიტაციასა და სხვას“, - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა.

ჩუღურეთის რაიონში ახალი სკვერის გახსნას თბილისის საკრებულოს დეპუტატი რიმა ბერაძე და პარლამენტის წევრი გიორგი ვოლსკი ესწრებოდნენ.

მიმდინარე წელს, ჩუღურეთის რაიონს ექვსი ახალი სკვერი შეემატა, არსებულ 33  სკვერს კი, აღდგენა-რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics