|
2017-12-27 10:07:18, 2194 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქურდობის ფაქტებზე 27-ჯერ მხილებული არასრულწლოვანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე- საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ქურდობის ფაქტებზე 27-ჯერ მხილებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2003 წელს დაბადებული ს.ს. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე მაღაზია გაქურდა. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ს.ს.-მ მის მიერ იმავე დღეს ჩადენილი ორი მაღაზიის გაქურდვის ფაქტიც აღიარა. გამოძიება ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)