10:49 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 09:33:03, 2125 ნახვა

საზოგადოება
ავსტრიაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა საქართველოს ელჩი ავსტრიის რესეპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში  კონსტანტინე ზალდასტანიშვილი. 
ვუთანაგრძნობთ ბატონი კოტეს ოჯახს, მის მეგობრებს, კოლეგებს და მთლიანად საქართველოს სახელმწიფო აპარატს ამ დიდ დანაკარგს. 
ფასდაუდებელია ბატონი კოტეს უდიდესი ღვაწლი არა მხოლოდ ქართულ დიპლომატიაში, არამედ დამოუკიდებელი საქართველოს განვითარებასა და წინსვლაში. მის სახელს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მრავალი წარმატება საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. მისი გამოცდილება და სიბრძნე კიდევ დიდხანს გაჰყვება თანამედროვე და მომავალ თაობებს, სახელმწიფო სამსახურში მყოფ მის კოლეგებს, როგორც ქვეყნისათვის თავდაუზოგავი მოღვაწის სანიმუშო მაგალითი. 
დიდ მადლობას ვუხდით  კოტეს მისი უდიდესი ღვაწლისთვის, მეგობრობისა და გვერდში დგომისთვის“,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics