05:36 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 20:31:43, 2487 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი საბაჟო კავშირის წევრია, ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა არ შესუსტებულა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომეხ კოლეგა სერჟ სარგსიანთან ერთად გამართულ პრესკონფრენციაზე საქართველო-სომხეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ხოლო სომხეთი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდა,  ეკონომიკური თანამშრომლობა არ შესუსტებულა:

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ პერსპექტიულ პროექტებზე, რომელმაც რეგიონს უნდა მოუტანოს მეტი ეკონომიკური მოგება, მეტი სტაბილურობა, ვისუაბრეთ  ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიულ ჩართულობებზე, როგორც ევროკავშირის მასშტაბით, ასევე სომხეთის აქტიურ თანამშრომლობაზე  ევრაზიული კავშირის ფარგლებში და ხაზი გავუსვით იმას, რომ ამ თვალსაზრისით ორივე ქვეყანამ მოახერხა და მიაღწია იმას, რომ  ჩვენ ასოცირებულ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროპასთან,ხოლო სომხეთი საბაჟო კავშირის წევრია, ამ გარემოებამ არანაირად არ შეასუსტა ეკონომიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, არამედ პირიქით წელს ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც  ტვირთბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე  ტურიზმის მიმართულებით ყოველწლიურად ვზრდით მონაცემებს“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics