05:23 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 16:54:19, 1825 ნახვა

სამართალი
მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 3 იანვრამდე გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 2018 წლის 3 იანვრამდე გადადო.

მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატის სოფო გოგლიჩიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელმაც პროცესის გადადება უკვე მესამედ მოითხოვა.

ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალების გაცნობას ვერ ასწრებს.

„საქმე ვადებში არ არის შეზღუდული, ასე რომ რატომ უნდა დაჩქარდეს ჩემი მხრიდან დასკვნითი სიტყვის მომზადება მაშინ, როდესაც არ ვარ სრულყოფილად ჩამოყალიბებული დასკვნითი სიტყვისთვის, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ უნდათ, რაც შეიძლება მალე დასრულდეს საქმის წარმოება“, - განაცხადა სოფო გოგლიჩიძემ.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა სააკაშვილს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics