|
2017-12-25 13:08:28, 2250 ნახვა
ეკონომიკა
საყოველთაო Secret Santa-ს ფარგლებში საშობაო ბაზრობა მოეწყო
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ახალ აღმაშენებელზე (საფეხმავლო გზაზე) საყოველთაო Secret Santa 2018-ის საშობაო ბაზრობა მოეწყო. ყველას ვისაც აქვს სურვილი შეიძინოს ქართული საჩუქრები და გაახაროს საყვარელი ადამიანები, შესაძლებლობა აქვთ ეწვიონ Secret Santa-ს საშობაო ბაზრობას 25 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით. საშობაო ბაზრობა 12:00 საათიდან გაიხსნება და 23:00 საათამდე უმასპინძლებს სტუმრებს. საყოველთაო Secret Santa-ს საშობაო ბაზრობაზე წარმოდგენილია Secret Santa-ს სახელოსნოში ჩართული, მხოლოდ ადგილობრივი მცირე ბიზნესის მიერ წარმოებული ქართული და მრავალფეროვანი პროდუქცია, რომელიც ყველა გემოვნების და ასაკის ადამიანის სურვილებს დააკმაყოფილებს. Secret Santa-ს საშობაო ბაზრობაზე ასევე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ფოსტა, მათ ვინც ჩართულია საყოველთაო Secret Santa-ს პროექტში, შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ქართული საჩუქარი, ადგილზევე ჩააბაროს ფოსტას გზავნილი და გაახაროს სრულიად უცნობი ადრესატი. აღსანიშნავია, რომ წელს სანტებს შესაძლებლობა აქვთ რაც შეიძლება მეტი ქართული საჩუქარი აჩუქონ თავიანთ ადრესატებს და ამით ხელი შეუწყონ ქართული წარმოების წინსვლასა და განვითარებას. საყოველთაო Secret Santa-ს იდეა ეფუძნება საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას, რომლის თანახმადაც პროექტში მონაწილეებმა მათთვის სრულიად უცნობ ადამიანებს საჩუქრები უნდა გაუგზავნონ და თავადაც დასაჩუქრდენ. ამ ეტაპზე Secret Santa-ს პროექტში ჩართვისათვის რეგისტრაცია დასრულებულია და ადრესატები თავიანთი სანტების საჩუქრებს ელიან. ადამიანების ჩართულობით ახალი წელი კიდევ უფრო ჯადოსნური ხდება, რადგან მთელი გულით გაცემულ სულ პატარა საჩუქარს დიდი ძალა აქვს. თუ ხარ Secret Santa ეწვიე საშობაო ბაზრობას და #აჩუქე ქართული.
(R)
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)