09:46 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 11:10:45, 1696 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ყოველწლიური დაჯილდოება

სასტუმრო თბილისი მერიოტმა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა.

2017 წელს მოყვარულთა თასმა საქართველოს მასშტაბით სტარტი მარტში აიღო, ტურნირი საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ბერდია ჯიბლაძემ სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის მიზნებზე, განვლილ სეზონსა და შემდეგი სეზონის გეგმებზე ისაუბრა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორმა ზაზა დოლიძემ, ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი გვილავამ.

ღონისძიებაზე, გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ მოყვარულთა თასისა და თბილისის ლიგების სხვადასხვა ნომინაციაში წარდგენილი მოთამაშეები, გამარჯვებული გუნდები, გუნდის მწვრთნელები და ზოგადად, ადამიანები, რომლებმაც ტურნირის ჩატარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.

2017 წლის განმავლობაში სამოყვარულო ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვმა მკვეთრად იმატა. მთელი საქართველოს მასშტაბით, ტურნირში მონაწილეობა მიიღო 300-მდე გუნდმა და 8000 - მდე მოყვარულმა ფეხბურთელმა. ასეთმა მასშტაბებმა მისცა საფუძველი იმას, რომ ჩვენი ქვეყანა მონაწილეობას მიიღებს UEFA regions cup-ზე. საქართველოს გარდა თასზე 38 ევროპული ქვეყანა იქნება წარმოდგენილი!

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“.

ინტერნეტპორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“,“1news.ge”, “epn.ge”, რადიო „ჯაკო“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics