|
2017-12-24 10:17:34, 1994 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ვიწყებთ მუშაობას დეცენტრალიზაიცის სტრატეგიის შემუშავებაზე
„ვიწყებთ ძალიან აქტიურად მუშაობას იმაზე, რომ შემუშავდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგია",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ დეცენტრალიზაციის ხარისხი ქვეყანაში მოქმედი თვითმმართველი ერთეულების რაოდენობაზე დამოკიდებული არ არის. „იყო თითიდან გამოწოვილი აჟიოტაჟი შვიდი ერთეულის გამსხვილებასთან დაკავშირებით. დეცენტრალიზაციის ხარისხი ნამდვილად არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი თვითმმართველი ერთეული მოქმედებს ქვეყანაში. იქნება ეს 64 თუ 71 თერთმეტი, ამით არ განისაზღვრება დეცენტრალიზაციის ხარისხი. მე ვარ სპეციალისტი თვითმმართველობის. ამ სფეროში ვმუშაობდი 8 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ზუსტად ვიცი, რა არის დეცენტრალიზაცია და რა არ არის დეცენტრალიზაცია. რაც შეეხება რეფორმას, რომელზეც ისაუბრა პრემიერმა თავისი საპარლამენტო მოხსენების ფარგლებში, მე გახდით ინიციატორი ამ მიმართულებით რადიკალური ცვლილებების განხორციელების და ვიწყებთ ძალიან აქტიურად მუშაობას იმაზე, რომ შემუშავდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგია",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი განმარტებით, დეცენტრალიზაცია თვითმმართველობებისთვის მეტი უფლებამოსილება და რესურსებია. ირაკლი კობახიძის შეფასებით, დეცენტრალიზაციის ხარისხი დღეს დაბალია. „ დეცენტრალიზაცია ეს არის მეტი უფლებამოსილებები და მეტი რესურსები, მათ შორის ფინანსური რესურსები თვითმმართველობებისთვის. დღეს არის დეცენტრალიზაციის ხარისხი ძალიან დაბალი. განსაკუთრებით აქცენტს გავაკეთებ ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე. საქართველოში თვითმმართველობების მთლიანი შემოსავლების ხვედრითი წილი მშპ-სთან (მთლიანი შიდა პროდუქტი) მიმართებით, არის დაახლოებით 3,7 %, მაშინ, როდესაც ერთგვარი ევროპული მინიმუმი არის 7%. შესაბამისად, იმისათვის, რომ ჩვენ დავეწიოთ ევროპულ მინიმუმს, საჭიროა თვითმმართველობის საბიუჯეტო შემოსავლების სულ მცირე გაორმაგება. მაგალითად, შვეიცარია არის ერთ-ერთი ყველაზე დეცენტრალიზებული ქვეყანა, შვედეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დეცენტრალიზებული ქვეყანა. შვედეთში, დაახლოებით ათჯერ არის შემცირებული თვითმმართველი ერთეულების რაოდენობა გასული ათწლეულების განმავლობაში, ისევე, როგორც შვეიცარიაში რამდენჯერმე არის შემცირებული თვითმმართველი ერთეულების რაოდენობა, თუმცა, ეს არის ყველაზე დეცენტრალიზებული, ასე ვთქვათ, სახელმწიფოები. ვინც არის ამის სპეციალისტი, სასაცილოდაც არ ეყოფა არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ 64 და 71 რაიმენაირად უკავშირდება დეცენტრალიზაციას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)