|
2017-12-22 13:08:00, 1522 ნახვა
საზოგადოება
კვლევა: არის შემთხვევები, როცა ონლაინ მედიასთან კონტრაქტის პირობები სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას წარმოადგენს
მედიის განვითარების ფონდის 2017 წლის მე-3 კვარტლის ანგარიშის თანახმად, ონლაინ მედიის მიერ, ანონსების გავრცელების, ფოტოგადაღების და სხვადასხვა სტანდარტული მომსახურების გარდა, იკვეთება შემთხვევები, როდესაც კონტრაქტის პირობები სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას წარმოადგენს. „ეს არის როგორც დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად მათი საქმიანობის გაშუქება, ინტერვიუების აღება, ასევე გაშუქებული მასალებისთვის პრიორიტეტის მინიჭება, მათი მთავარ თემებში გამოტანის და ხანგრძლივობის განსაზღვრის ჩათვლით, რაც რედაქციის ავტონომიური დისკრეციაა. დამკვეთისთვის აქტუალურ საკითხზე მედიამასალისა და ჟურნალისტური გამოძიების მომზადებაზე კონტრაქტები ონლაინ გამოცემა ipress.ge-სთან და მასთან დაკავშირებულ გამოცემებთან (ibusiness.ge; iregions.ge; imtavroba.ge) შემდეგმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გააფორმეს: ევროპულ და ეროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები (ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობა , 21 ქალაქ გორის, ხობის, ხარაგაულის, დმანისის, ფოთის, სენაკის, ლაგოდეხის, წყალტუბოს, აბაშისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები). საქართველოს მთავარ პროკურატურასა და და შპს ,,პირველს” შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებულია ნიუსების, კომენატრების და ინტერვიუების განთავსება შემდეგ სააგენტოებზე: pia.ge; reportiori.ge; info9.ge; primetimenews.ge; frontnews.ge; daijesti.ge; ipn.ge; kvira.ge; for.ge. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაკვეთით თვეში 3v მასალის მომზადება და ერთი დღის განმავლობაში მთავარი გვერდის მთავარ სლაიდერზე განთავსება kvirispalitra.ge-ზე; ფოტომასალასთან ერთად ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ინფორმაციის მთავარ და თემატურ გვერდებზე განთავსება- gbc.ge. დამკვეთის12 მოთხოვნის შესაბამისად მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციისv მომზადება და გაშუქება შემდეგ სააგენტოებში: IPN; pia.ge;daijesti.ge; pulse.ge; kvira.ge; Info 9; GHN, guardian.ge; expressnews.ge, epn.ge, ipress.ge; ibusiness.ge; iregions.ge; imtavroba.ge, primetime.ge; for.ge; edu.aris.ge; businesscontract.ge, regionistribuna.ge, funtime.ge. დამკვეთის13 ინტერვიუების მომზადება და გავრცელება (etanews.ge; etatv.ge , ipress.ge;v ibusiness.ge; iregions.ge; imtavroba.ge); მუნიციპალიტეტის14 ხელმძღვანელი პირების ინტერვიუების ვებ-ზე მრავალჯერადი განთავსება (guardian.ge), უწყების15 საქმიანობის შესახებ ინტერვიუების/ სტატიების მომზადება და განთავსება (pia.ge; daijesti.ge; pulse.ge; kvira.ge; primetime.ge; funtime.ge), შემსყიდველისთვის სასურველი პერსონის კომენტარის გავრცელება სტანდარტული ინფორმაციის სახით (newspress.ge); ისევე როგორც წინა წლების კვლევის შემთხვევაში, 2017 წელსაც გამოვლინდა ხელშეკრულებები, რომელთა ერთ-ერთი პირობაა ადმინისტრაციული ორგნაოების მიერ ონლაინ სააგენტოებისაგან მოსახლეობის გამოკითხვის შესყიდვა. ასეთი გამოკითხვის ჩატარების ვალდებულება შემდეგ უწყებებსა და სააგენტოებს შორის არის გაფორმებული“,-აღნიშნულია ანგარიშში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)