08:57 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 12:36:50, 1899 ნახვა

საზოგადოება
ანგარიში: კვლავ ფორმდება კონტრაქტები მედიებთან, რომლებიც სიძულვილის ენას და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ

მედიის განვითარების ფონდმა ანგარიში- მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2017 გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2014-2016 წლის პრაქტიკის მსგავსად, საბიუჯეტო ორგანიზაციები აგრძელებენ რეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით კონტრაქტების გაფორმებას ისეთ მედია საშუალებებთან, რომლებიც სიძულვილის ენას და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ.

„საბიუჯეტო კონტრაქტები 2017 წელს ღიად პრორუსულ გამოცემებთანაც გაფორმდა. უფრო მეტიც, მთავრობის კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულთა შორის პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ტვ “ობიექტივი” მოხვდა. პრორუსული სარედაქციო პოლიტიკის მქონე “ხარისხის არხთან” კი ხელშეკრულება დღეისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს გაფორმებული. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, 2016 წლის მსგავსად, ინფორმაციის გავრცელებაზე კონტრაქტი 2017 წელსაც ღიად პრორუსულ გამოცემა “თბილისი 24”-თან აქვს გაფორმებული. ეს უკანასკნელი პრორუსულ პარტია “ცენტრისტებთან” დაკავშირებული ორგანიზაციაა, რომელიც წინასაარჩევნოდ საქართველოში რუსული ბაზების დაკანონების მოთხოვნით გამოვიდა. ,,თბილისი 24” ხშირად აქვეყნებს ყალბ მასალებს, რომლებიც დასავლეთს შესახებ დეზინფორმაციებს შეიცავს , ასევე განადიდებს სტალინს“,-ნათქვამია ანგარიშში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics