23:20 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 22:56:44, 2155 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: გაერო-ში იერუსალიმის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ მივიღეთ

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველომ გაერო-ს საგანგებო სხდომაზე, იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ მიიღო.

 „დასრულდა კენჭისყრა რეზოლუციაზე, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ქვეშ იყო. ჩვენ როგორც ვნახეთ, შედეგების შესაბამისად გაიყო პოზიციები, 35-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, თავის შეიკავეს მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა. ევროკავშირის პოზიციაც არ იყო ერთიანი. ჩვენ, როგორც მე ამ საკითხზე უკვე აღვნიშნე, გავიარეთ კონსულტაციები პარტნიორებთან და ამ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენმა დელეგაციამ არ მიიღო განხილვაში მონაწილეობა, შესაბამისად, არც კენჭისყრაში“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველომ გაერო-ში იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებული რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics