|
2017-12-21 20:42:01, 2363 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ქალთა მიმართ ძალადობაზე ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ
„ქალთა მიმართ ძალადობა, არის უმძიმესი პრობლემა, ეს ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქალთა მიმართ ძალადობა უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით და ასევე, კულტურული, მენტალური პრობლემაა. კვირიკაშვილი მომხრეა, რომ აღნიშნულ დანაშაულზე სასჯელი მაქსიმალურად გამკაცრდეს. „რაღაცებით მოგვაქვს თავი და კვირა არ გავა, რომ მამაკაცმა, თუ შეიძლება მას მამაკაცი ეწოდოს, ცოლი თუ ყოფილი ცოლი არ მოკლას, თანაც ძალიან სასტიკი ფორმით. უბედურება ხდება ქვეყანაში ამ მიმართულებით. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა როგორც კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე კულტურული, მენტალური პრობლემა გახლავთ. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი. მე ვიქნებოდი მომხრე, რომ ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ ქალთა მიმართ ძალადობაზე. ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით, იუსტიციის მინისტრმა გარკვეული ცვლილებების დააინიცირა, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ ვერ მივიღეთ ამ მიმართულებით სასურველი შედეგი. ეს არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნის, ის რაც ხდება ამ მიმართულებით და მე მომხრე ვიქნები და პირადად მხარს დავუჭერთ, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ კანონმდებლობა ამ მიმართულებით, რომ არ გვქონდეს ეს ძალიან დრამატული სურათი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)