|
2017-12-21 17:52:28, 1848 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ოპოზიციას რეალური დებატის სურვილი არ აქვს და სპექტაკლებს უნიჭოდ დგამს
„ეს იყო უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, არ იყო მზაობა პასუხების მოსმენის, კითხები იყო არაკომპეტენტური და არაპროფესიონალური”,-ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან საგარო პოლიტიკის საკითხებზე გამოხატულ კრიტიკას. „ ყველას არ მოეთხოვება იცოდეს დეტალები საერთაშორისო ინსტიტუტების და ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს საგარეო პოლიტიკას ახორციელებდნენ, მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ის კითხები, რომლებიც დასვეს საკომიტეტო მოსმენების და შეხვედრების ფორმატში იყო უადგილო, არაპროფესიონალური და არაკომპეტენტური“,-აღნიშნა ჯანელიძემ. მან ასევე აბსურდული უწოდა ოპოზიციის ბრალდებებს საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში არგამოცხადებასთან დაკავშირებით "არასწორია ბრალდება, რომ თითქოს მე არ მივდივარ პარლამენტში და არ ვესწრები დებატებს, მე წელს ორჯერ ვიყავი პარლამენტში მოხსენებით, სადაც ვისაუბრე შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე, და წელს უკვე მესამედ ვარ აქ, სადაც კითხვა პასუხის რეჟიმში მიწევს ინფორმაციის მიწოდება დეპუტატებისთვის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ იყო მხოლოდ კითხები და პასუხების მოსმენის არანაირი სურვილი არ გამოხატულა ამ პარტიის მხრიდან. მე მინდა განვაცხადო, სანამ არ იქნება მათი მხრიდან სურვილი იყოს რეალური დებატი, რეალური კითხვა-პასუხის რეჟიმი და არა უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები, ასეთ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს არანაირი აზრი არ ექნება. მოსახლეობას უნდა ვცეთ პატივი, უნდა ვიდებატოთ, მივაწოდოთ ინფორმაცია. შესაბამისად მათი მხრიდან კითხვის დასმის დროს პასუხის გაცემის საშუალებაც უნდა გვქონდეს და იმედია ეს მომავალში ასე იქნება"- განაცხადა ჯანელიძემ. მიხეილ ჯანელიძე ასევე გამოეხმაურა გუშინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტს. "ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია და პროვოკატორების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ უნდა იყოს",-დასძინა ჯანელიძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)