|
2017-12-21 12:09:34, 2132 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდს ამონაწერის Blokchain-ში ძებნის ფუნქცია დაემატა
საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდს ამონაწერის Blokchain-ში ძებნის ფუნქცია დაემატა. უძრავ ნივთზე მომზადებული ამონაწერის ნამდვილობის ბლოკჩეინის გლობალურ ქსელში გადამოწმებას მომხმარებელი დღეიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდანვე შეძლებს. უძრავი ქონების რეესტრის ელექტრონული მომსახურებას დაემატა ფანჯარა "ძიება ბლოკჩეინში", რომლის საშუალებითაც მომზადებული დოკუმენტის უტყუარობის შემოწმება არის შესაძლებელი. მომხმარებელმა დოკუმენტის ჰეშ-კოდი სპეციალურ საძიებო ველში უნდა ჩაწეროს, აირჩიოს "ძებნა ბლოკჩეინში" ღილაკი და ძიების შედეგებს დაელოდოს. https://naprweb.reestri.gov.ge/#/blockchain ამონაწერის უტყუარობას ბიტკოინის ბლოკჩეინსა და საჯარო რეესტრის ვებგვერდებზე არსებული უნიკალური კოდების იდენტურობა მოწმობს. გარდა საჯარო რეესტრის ვებგვერდისა, ბლოკჩეინის ქსელში უძრავ ქონებაზე ამონაწერის ნამდვილობის გადამოწმება მოქალაქეებს სპეციალურ ვებგვერდებზე: http://www.blockchain.info, www.blocktrail.com, www.btc.comდა სხვ. კვლავ შეუძლიათ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან უძრავ ქონებაზე მომზადებული ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში 2017 წლის 20 თებერვლიდან ავტომატურად იგზავნება. ბლოკჩეინი მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა. მასში არსებული ჩანაწერები მთელ მსოფლიოში, ათიათასობით კომპიუტერში ინახება. ბლოკჩეინი ნებისმიერი ტრანზაქციის დაცულობას, გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. მასში მოხვედრილი მონაცმების წაშლა, შეცვლა, გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ მიღწევას იყენებს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)