08:07 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 16:55:16, 2191 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე მიწის რეგისტრაციის რეფორმაზე ყურადღება გაამახვილა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში  საპროცედურო საკითხთა და წესების, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე გამოსვლისას მიწის რეგისტრაციის რეფორმაზე  ყურადღება გაამახვილა, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. 

„მოქალაქეებს შეუძლიათ, რეფორმის ფარგლებში  ისარგებლონ ამ ნოვაციით, რაც გულისხმობს იმას, რომ მათი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრი პროაქტიულად მოიძიებს საჭირო დოკუმენტებს. დღეისათვის მოქალაქეების მომართვის საფუძველზე უკვე 340 000 ნაკვეთი არის წარმატებით რეგისტრირებული, რაც ერთი-ორად მეტია, ვიდრე იმავე პერიოდში ჩვენ შევძლებდით, დაგვერეგისტრირებინა, რამდენადაც ადრე ეს პროცედურა იყო ფასიანი, იყო ბევრი ბარიერი, მოქალაქეს თვითონ უნდა მოეძებნა დოკუმენტები.  რეფორმა გრძელდება მომავალი წლის პირველ ივლისამდე,  თუმცა, ჩვენ თქვენთან ერთად უნდა ვიფიქროთ, ამ რეფორმის კანონის ზოგიერთი დებულება ხომ არ შემოვიტანოთ სამუდამოდ, იმისათვის, რომ საჯარო რეესტრს მომავალშიც ქონდეს პროაქტიულობის საშუალება", - განაცხადა  თეა წულუკიანმა.

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics