20:21 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 12:45:27, 1724 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: 2013-2016 წლებში საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური ზრდა ქონდა

პირველმა ვიცე-პრემიერმა პარლამენტში საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და ამ კუთხით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებების შესახებ ისაუბრა.

როგორც რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე, 2013-2016 წლებში საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური ზრდა ქონდა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით.

„სავალუტო ფონდის პროგნოზით ეკონომიკური ზრდა 2018-2022 წლებში საშუალოდ 4.9%-ს შეადგენს და მნიშვნელოვნად აღემატება უკრაინის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

ამასთან, პირველმა ვიცე პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ 2017 წლის სექტემბერში სარეიტინგო კომპანია Moody's-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წელს ეკონომიკური ზრდის ასეთი კარგი მაჩვენებლები საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. „ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა რეალურად აძლიერებს ჩვენს ქვეყანას და საგარეო ფაქტორების გამკლავების შესაძლებლობას აძლევს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics