07:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 13:37:19, 1666 ნახვა

საზოგადოება
ჩინეთის საელჩომ N37-ე ბაგა-ბაღს საჩუქრები გადასცა

თბილისის N37-ე საჯარო ბაგა-ბაღს ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის ელჩი საქართველოში ძი იენჩი მეუღლესთან ერთად ეწვია და საჩუქრები გადასცა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა მიწვეული სტუმრებისთვის საახალწლო ღონისძიება გამართეს.

ბაგა-ბაღის დირექტორმა კი, ჩინეთის ელჩსა და პარტნიორ ორგანიზაციას ბაღისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო ინვენტარის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.

სტუმრებს სიტყვით  სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ მიმართა, რომელმაც დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს.

ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, საელჩომ აღნიშნულ საბავშვო ბაღზე პატრონაჟი აიღო და თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, 22 000 ლარის ღირებულების საჩუქრები გადასცა.

ღონისძიებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკური კონსული საქართველოში, GBTIMES Georgia-ს გენერალური დირექტორი, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics