|
2017-12-19 11:05:04, 1816 ნახვა
სამართალი
შსს რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე, 5-სართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ცეცხლის ქრობის პარალელურად, ჯამში, 25-ზე მეტი ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა მოხერხდა, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები. საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა. ძლიერი დაკვამლიანებისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 20-მდე მეხანძრე-მაშველმა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)