|
2017-12-18 18:02:08, 2109 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებელ კომპლექსში „m2 თამარაშვილზე“ ევაკუაციის სიმულაცია ჩატარდა
დეველოპერული კომპანია m2-ისა და გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, საცხოვრებელ კომპლექსში „m2 თამარაშვილზე“ ევაკუაციის სიმულაცია (მიწისძვრის და მის შედეგად გამოწვეული ხანძრის დროს) ჩატარდა. მასში მონაწილეობა ამავე კომპლექსის მაცხოვრებლებმა მიიღეს. სიმულაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის საააგენტომ, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით მიირეს მონაწილეობა. ასეთი სწავლება საცხოვრებელ კომპლექსში საქართველოში პირველად ჩატარდა და იგი რისკების პრევენციისა და მოსახლეობაში კატასტროფების დროს ქცევის სტანდარტის გაცნობის მიზნით გაიმართა. m² -სა და ASB -ს შორის ურთიერთთანამშრომლობა მიმართულია დეველოპერული კომპანიის კონკრეტულ კომპლექსში საპილოტე პროექტის განხორციელებაზე, რაც მოიცავს კატასტროფის რისკის მართვისთვის პროგრამით განსაზღვრულ აქტივობებს: ტრენინგების ჩატარება, საგანმანათლებლო მასალების გავრცელება მობინადრეებისთვის, კატასტროფის რისკის მართვის პრაქტიკული აქტივობები სიმულაციის სახით, m² - ის თანამშრომელთა გადამზადება და სპეციალური უსაფრთხოების შტაბის ფორმირება. მნიშვნელოვანია, რომ კატასტროფის რიკის მართვის პროგრამა ითვალისწინებს ინკლუზიურ მიდგომას. პროექტი ხორცილდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) მიერ, ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის ფინანსური მხარდაჭერით, DIPECHO IV ფაზის მიმდინარე პროექტის „ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ ფარგლებში.
(R)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)