|
2017-12-18 09:37:55, 1977 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტი ირაკლი კობახიძემ, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან, სტანისლავ კარჩევსკისთან ერთად, ვარშავაში, ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლის გვირგვინით შემკობით დაიწყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დელეგაციასთან ერთად, ვარშავის აჯანყების მუზეუმი დაათვალიერა. პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ორმხრივ ურთიერთობასა და ევროპაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ. გიორგი ვოლსკიმ ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე, რომელსაც ხელი ვიზიტის ფარგლებში მოეწერება. „პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით განვითარდება-როგორც კანონშემოქმედებითი თვალსაზრისით, ასევე, ურთიერთმხარდაჭერის მიმართულებით, სხვადასხვა საპარლამენტო დელეგაციებისა და საერთაშორისო დონეზე",-აღნიშნა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა. პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ილია დარჩიაშვილის თქმით, ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს. „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობა ექნება, უკვე ხვალ შეხვდეს პოლონეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ პრემიერ მინისტრს. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც დატვირთულია საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრებით. ეს იქნება დამატებითი იმპულსი, დამატებითი შესაძლებლობები ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების საქმეში",- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)