|
2017-12-15 13:36:18, 2200 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარიამ შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე მარიანა მორგოშია დაინიშნა. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინა. შსს-ს ინფორმაციით, მარიანა მორგოშია 2017 წლის აპრილიდან დღემდე სსიპ-ის - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი იყო, ხოლო 2014-2017 წლებში ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. იგი 2013-2014 წლებში ასსეკო ჯგუფის ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული და პროცესების ავტომატიზაციის მიმართულების უფროსად მუშაობდა, 2011–2014 წლებში - სამშენებლო კომპანია NCC-ის ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა, 2008–2011 წლებში კი სს ბანკი „რესპუბლიკა-Societe Generale Group“-ის პროექტების მენეჯერი იყო. მარიანა მორგოშიამ დაამთავრა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, PMC პროფესიონალური პროგრამა, პროექტების მართვის მიმართულებით და მიღებული აქვს სამაგისტრო სერტიფიკატი. 2007 წელს მან დაამთავრა კავკასიის ბიზნესის სკოლა, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა, მენეჯმენტის განხრით. მარიანა მორგოშია 2000-2003 წლებში DFID მენეჯმენტის სკოლაში სწავლობდა, ხოლო 2002 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი (ინგლისური ენა), ბაკალავრის კვალიფიკაციით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)