17:12 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 15:18:26, 1746 ნახვა

კომენტარი
ბესელია გოცირიძეს: ყოველ გამოსვლაში ბოდიში მაინც მოიხადეთ, იქნებ ერთ დღეს ხალხმა მოგიტევოთ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის და "ევროპული საქართველოს" დეპუტატის სერგო რატიანის კრიტიკას გამოეხმაურა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, "მუდმივად უტიფარი განცხადებების გაკეთება სირცხვილია".

"ამ თემაზე საუბრის დროს მუდმივად თავდაცვის რეჟიმში უნდა იყოთ თქვენც (რომან გოცირიძე) და ბატონი რატიანიც, რომელიც გავარდა გარეთ და არ ეყო ნებისყოფა, რომ 3 წუთი ამისთვის მოესმინა. მუდმივად ასეთ რეჟიმში, რომ გადაგყავთ საუბარი იქვე უნდა ამბობდეთ - რა ევროპული სტანდართით, რომელი ევროპული ქვეყნის მაუწყებლის საერთო ქცევის წესით ხდებოდა ის, როდესაც შტურმით იღებდით მაგალითად ტელე "იმედს" და სპეცრაზმით შევარდნილებმა ფეხქვეშ გაიგდეთ ჟურნაალისტები. რომელი სტანდარტით ხდებოდა ეს?! გაიხსენეთ რას უშვებოდით კერძო ტელევიზიებს - "კავკასიას", "მაესტოს". ასევე ის თქვით, რომელი სტანდარტით, აბსოლუტურად ყველა ტელევიზიას მათ შორის მაუწყებელს უწერდით ვის როგორი ქრონომეტრაჟით და რა დროს უნდა ელაპარაკა. ერთმანეთისგან არაფერი განსხვავდებოდა. ასეთ პირობებში დაგანარცხათ თქვენ მიწაზე ბიძინა ივანიშვილმა, როცა არ იყო არანაირი თავისუფალი სივრცე და სიტყვა. დღეს თქვენ ე.წ. მედია დამცველები გამოდიხართ და ამბობთ, რაღაცეებს. თავი დაანებეთ ამ ბრალდებებით ლაპარაკს. ყოველ გამოსვლაში, ბოდიში მაინც მოუხადეთ ქართველ ხალხს და იქნება ერთ მშვენიერ დღეს ხალხმა გაიღვიძოს იმ განწყობაზე, რომ მოგიტევოთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics