|
2017-12-13 19:10:17, 1856 ნახვა
კომენტარი
ბობოხიძე ბახტაძეს: თუ თქვენ გულწრფელად გამეცით პასუხები, უბრალოდ ვერ იქნებით წარმატებული მინისტრი
„კიდევ ძლიერი სახელმწიფო შეგვიქმნია იმ ავადსახსენებელი 9 წლის განმავლობაში, რომ თქვენს მმართველობას უძლებს“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს და საპარლამენტო უმრავლესობას. „ეს დამახინჯებული ხედვები, რომელსაც ვისმენ მაღალი რანგის პოლიტიკური ლიდერებისგან თუ მინისტრებისგან, მიკვირს კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე რატომ არ არის ქვეყანა მისული? ბატონო მამუკა მე მაქვს მინიმუმ 2 მიზეზი რატომ მინდა რომ იყოთ წარმატებული მინისტრი. ერთი ის რომ ჩემი ქვეყნის ფინანსტა მინისტრი ხართ, მაგრამ თუ თქვენ მართლა გულწრფელად გამეცით ის პასუხები რაც მითხარით, სამწუხაროდ თქვენ წარმატებული მინისტრი უბრალოდ ვერ იქნებით. თუ მხოლოდ იმისთვის გამეცით ეგ პასუხი, რომ პასუხი არ გაგეცათ, მაშინ კიდევ არაფერი უჭირს. ბატონმა აკაკი ზოიძემ საერთოდ საოცარი რამე გვითხრა, თურმე კარგია თამბაქოზე აქციზის გაზრდა, ამით გადაარჩენს ვიღაცის სიცოცხლეს ანუ იმ ადამიანების სიცოცხლეს, ვინც თამბაქოს მოწევას იმის გამო დაანებებს თავს, რომ ფასი არის მაღალი. ბატონო აკაკი შორიდან შეიძლება მართლა მასე ჩანს, მაგრამ ახლოს რომ მივალთ გარწუნებთ, რომ ეგ მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს ქვეყანაში. მე უფრო სწორ და ჯანსაღ გზას შემოგთავაზებდით და მაგალითს მოგიყვანთ. თუ ადამიანი მუშაობს ბანკში, მას რომც უნდოდეს სიგარეტის მოწევა ვერ მოწევს, მანამ სანამ შესვენებაზე არ გავა. უმუშევარ ადამიანს უკვე პრაქტიკულად ჩვევად ექცა, ხელში მუდმივად ეჭიროს სიგარეტი. ამიტომ ყველაზე ეფექტური გზა, რომ ადამიანებმა არ მოწიონ სიგარეტი არის ადამიანების დასაქმება, რომ მათ ვერ მოიცალონ თამბაქოს მოწევისთვის“,-აღნიშნა ბობოხიძემ.
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)