|
2017-12-13 14:41:26, 1469 ნახვა
კომენტარი
კალაძე ბიზნესმენებს: თბილისის განვითარებაში თითოეული თვენგანის ჩართულობა კრიტიკულად მნიშველოვანია
თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც კალაძემ შეხვედრაზე განაცხადა, მერია მზად არის, ბიზნესს ხელი შეუწყოს და დაეხმაროს, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდეს. „ზოგადად თბილისის განვითარებაში თითოეული თვენგანის ჩართულობა კრიტიკულად მნიშველოვანია. თვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც ყოველდღიურად თქვენი წვლილი შეგაქვთ ქალაქსი განვითარებაში, ქმნით სამუშაო ადგილებს, რაც მნიშვნელოვანია როგორც დედაქალაქისთვის, ასევე ქვეყნისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს აწუხებს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, ეს არის სამუშაო ადგილები. შეასაბმისად, ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ბიზნესს ხელი შუვუწყოთ და დავეხმაროთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდეს ქვეყანაში. შესამაბისად თქვენი როლი არის ძალინ მნიშვნელოვანი იმ პროექტების განხორციელებაში, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მომდევნო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებით შეუძლებელია ჩვენ ვიფიქროთ ქალაქის განვითარებაზე და წინსვლაზე. ამიტომ თვენი დახმარება დაგვჭირდება. იქნება საინვესტიციო პროექტები, ხელშეწყობა. ჩვენ ვიცით ყველა ის პრობლემა, რომელსაც ბიზნესი წლების განმავლობაში აწყდებოდა. შეაბამისად, რეფორმებით, რომელიც გვაქვს დაგეგმილი, მაქსიმალურად გვინდა, რომ მერია იყოს ბიუროკრატიის გარეშე და ეს ასეც იქნება. გვინდა გახდეს მოქნილი სტრუქტურა, ორიენტირებული ადამიანებზე, გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდეს სწარფად, რაც ძალინ მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით ჩვენ მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ და პირობები იქნება იმის, რომ ქალაქი განვავითაროთ“, - განაცხადა კალაძემ. მან ასევე მშენებლობებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ გარკვეული მიდგომები არ შეიცვლება, დედაქალაქში ცხოვრება შეუძლებელი იქნება. „რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩვენ გვქონდა შეხვედრა დეველოპერებთან, მშენებლებთან, ჩვენ ვიცით არსებული მდგომარეობა, არსებული პრობლემები ქალაქის განაშენიანების თვალსაზრისით რაც ყველას გვაწუხებს, რადგან ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ ჩვენი ოჯახებით, ჩვენი შვილებით. არ შეიძლება იმის გაგრძელება რაც წლების განმავლობაში ხდებოდა, სადამდეც მოვედით ყველა კარგად ვხედავთ და ვაფასებთ არსებულ რეალობას. ამიტომ, თუ გარკვეული მიდგომები არ შევცვალეთ, შეუძლებელი იქნება ამ ქალაქში ცხოვრება. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ რა თქმა უნდა განვითარებას, აღმშენებლობას და მშენებლპობას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ მთავარია ეს გავაკეთოთ სწორად, თანმიმდევრულად და ხარისხიანად. ამ ყველაფერში ჩვენი თანადგომა გექნებათ. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, აბსოლუტურად ღიად, გამჭვირვალედ და მჯერა, რომ ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვან და ეფექტურ პროექტებს განვახორციელებთ თქვენთან ერთად“, - განაცხადა თბილისის მერმა.
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)