15:34 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 17:53:51, 1936 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: დღევანდელ კონსტიტუციაში უშიშროების საბჭოს სტატუსი პარადოქსული და აბსურდული ნორმითაა გაწერილი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მისი თქმით, უშიშროების საბჭო  ნულოვანი ეფექტურობის მატარებელი ორგანოა:

„კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო-ჩვენ ვაუქმებთ აბსოლუტურად არაქმედით, ნულოვანი ეფექტურობის მატარებელ ორგანოს. მე პირადად გახლავართ უშიშროების საბჭოს წევრი, მისი ფუნქცია არის თავდაცვის ორგანიზება და სამხედრო აღმშენებლობა, რაც არის რეალურად მთავრობის უფლებამოსილება.  სრულიად პარადოქსული, აბსურდული და ნონსესური ნორმაა მოცემული დღევანდელ კონსტიტუციაში, რომლითაც არის გაწერილი უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები და სტატუსი. აქედან გამომდინარე იყო უპირობოდ აუცილებელი უშიშროების საბჭოს გაუქმება, რომ არ ყოფილიყო დისონანსი კონსტიტუციურ სისტემაში. ვაყალიბებთ ძალიან დახვეწილ კონსტიტუციას, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics