|
2017-12-12 00:28:12, 1969 ნახვა
კომენტარი
კორძაია: არ შეიძლება, ჩვენთვის მისაღები გახდეს სააკაშვილის პოლიტიკური დევნა უკრაინაში
"რესპუბლიკური პარტიის" წევრის თამარ კორძაიას შეფასებით ის, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება უკრაინაში, პოლიტიკური დევნის შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორც კორძაიამ რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა, შესაძლოა, ვიღაც თვლის, რომ სააკაშვილმა საქართველოში რაღაც ჩაიდინა, მაგრამ უკრაინაში რაც ხდება, ეს ამასთან კავშირში არ არის. " არ შეიძლება, ჩვენთვის მისაღები გახდეს მისი პოლიტიკური დევნა უკრაინაში,“-აღნიშნა კორძაიამ. კორძაიას განმარტებით,სააკაშვილი არ არის იოლად შესაფასებელი პერსონა ქართული საზოგადოებისთვის. "ყველა ვაღიარებთ, რომ მის მიმართ არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება.ზოგისთვის ის პოლიტიკურად მიუღებელია.ამავდროულად ბევრი ადამიანი ჰყავს მხარდამჭერი.არიან მოქალაქეები, რომლებსაც მას უბრალოდ პერსონალურად საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა არ აპატიეს.ბუნებრივია მის მიმართ არ არსებობს ცალსახა პოზიცია.მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის მთავარი.მთავარი და მნიშვნელოვანი არის "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარი წარსული შეცდომები აღიაროს(ისინი ეტაპობრივად აღიარებენ ამას), რათა საზოგადოებამ დაინახოს რეალური პრობლემა, რის წინაშე ვართ",-განაცხადა თამარ კორძაიამ. შეგახსენებთ, უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)