|
2017-12-11 15:47:12, 2196 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის არჩევის წესი იყო პოლიტიკური კომპრომისი და ის ძალაში რჩება
„ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი და რჩება ძალაში, თუმცა, გავიმეორებ, რომ ჩემი აზრით, ინსტიტუციური, სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით უმჯობესი იქნებოდა, რომ სუბიექტი ყოფილიყო პარლამენტი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრისას განუცხადა. „ჩემი აზრით, გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს ის პროცედურა, რომელიც არის დადგენილი. მოგეხსენებათ, ეს პროცედურა ჩამოყალიბებულია პოლიტიკურიკომპრომისის და კონსესუსის ჩამოყალიბების სურვილით. საბოლოო ჯამში, პროცედურა არის ლეგიტიმური, რომელიც არის ასახული კონსტიტუციაში, თუმცა, მეპირადად მიმაჩნდა, რომ საპარლამენტო არჩევის წესი იქნებოდა უფრო სწორი ამ სისტემაში, რომელიც განსაზღვრულია კონსტიტუციით, თუმცა, საბოლოო ჯამში,ჩვენ ავწონ-დავწონეთ როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური მხარეები ამ ყველაფრის და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ აისახოს ასეთი ცვლილებაკონსტიტუციურ კანონში. საუბარი იყო იმაზე, რომ გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომელიც აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს, ნაცვლად 150 დეპუტატისა, ეს იქნება საარჩევნო კოლეგიის 300 წევრი. ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი და ეს რჩება ძალაში. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდაინსტიტუციური კუთხით, სამართლებრივი კუთხით, პოლიტიკური კუთხით, რომ პარლამენტი ყოფილიყო სუბიექტი, თუმცა, კიდევ ერთხელ, ჩვენ ერთადვიმსჯელეთ, განვიხილეთ ეს საკითხი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ ძალაში ის პროცედურა, რომელიც ჩამოყალიბებულია უკვე დამტკიცებულტექსტში",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)