|
2017-12-11 13:20:51, 2402 ნახვა
სამართალი
სანდრა რულოვსი - კბილებამდე არიან შეიარაღებული, ეშინიათ, რომ ისევ გაქცევა ან სხვა ექსესები არ მოხდეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მეუღლის, სანდრა რულოვსის განცხადებით, სასამართლოს შენობაში, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები იმყოფებიან. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მეუღლის მონახულების უფლება არ მისცეს და მხოლოდ წერილების შეგზავნა შეძლო. მისივე თქმით, აუცილებელია ბევრი ადამიანის მობილიზება, რომ სასამართლოზე ზეწოლა მოხდეს „არ შემიშვეს. თქვეს, რომ არ შეიძლება მიიღოს სტუმრები. მხოლოდ წერილები გადავეცი. არც წამლების და არც ტანსაცმლის შეგზავნის უფლება არ მოგვცეს. ბევრი ხალხი უნდა იყოს გარეთ, რომ გავლენა მოვახდინოთ ძალოვანებზე. შიგნით ვერ მოძრაობ შენობაში, ამდენი სამხედრო, პოლიცია და სპეცრაზმია განლაგებული. ეშინიათ, რომ კიდევ რაიმე არ მოხდეს, ან გაქცევა, ან სხვა ექსესები. კბილამდე არიან შეიარაღებული და მომზადებული“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)