04:12 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 10:44:46, 2107 ნახვა

საზოგადოება
ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კახეთში  5000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წლით უზრუნველყოფა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს  შპს  „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას  ახორციელებს.  

მიმდინარეობს მაგისტრალური მაგისტრალური არხის  14  კილომეტრიანი მონაკვეთის ტრაპეციული კვეთის  ტორკრეტირება. რეაბილიტაცია უტარდება სხვადასხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობას (გალერეა, დიუკერი, გვირაბი, სახიდე გადასასვლელი, ღვარსაშვი). გათვალისწინებულია საექსპლუატაციო გზის მოწყობა. 

 „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია   სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 5 სოფლის (ნინოწმინდა, საგარეჯო, გიორგიწმინდა, თოხლიაური, მანავი) მოსახლეობა  ისარგებლებს.

 პროექტი, რომლის  ღირებულება 4 823 000  ლარია,  2018 წლის  ოქტობერში დასრულდება.
 დღეისათვის კახეთის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის  14, ხოლო საქართველოს მასშტაბით 50 სარეაბილიტაციო პროექტს მიმდინარეობს. 
 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics