|
2017-12-11 09:44:52, 2094 ნახვა
სამართალი
ზაზა ხატიაშვილი, არჩევნების თემასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგს გამართავს
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, არჩევნების თემასთან დაკავშირებით, დღეს, 12:00 საათზე, საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ლევან ჯანაშია და დავით ლანჩავა არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ბიულეტინები გაყალბდა. ისინი ასევე საარჩევნო პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზეც მიუთითებენ. ადვოკატთა ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ 2017 წლის 9 დეკემბერს ქ. თბილისში სპორტის სასახლეში ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო კრება მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესის სრული დაცვით, დაცული იყო საარჩევნო პროცესი და საარჩევნო პროცესის დროს საარჩევნო დარბაზში დენი არ ჩამქრალა. ლევან ჯანაშიამ 632 ხმა, დავით ლანჩავამ კი 160 ხმა მიიღო. ხოლო ყველაზე მეტი ხმა (1128) დავით ასათიანმა მოაგროვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)