09:25 - 07 Jul, 2026
|
2017-12-09 11:29:17, 2461 ნახვა
სამართალი
შსს-მ უკანონოდ გაჩეხილი წიწვოვანი ჯიშის ხეები ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ჯ.ს. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ახალციხის რაიონის სოფელ წნისთან, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა, რომელშიც წიწვოვანი ჯიშის ნორჩი ხეები და ტოტები აღმოჩნდა. ჯ.ს.-მ მათი კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ორ წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს ან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას).
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)