03:10 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-08 11:43:09, 1998 ნახვა

საზოგადოება
ლომჯარია: ვაპირებ, ომბუდსმენის საქმიანობა ბავშვთა უფლებების მიმართულებით განსაკუთრებით გავაძლიერო

ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის თანამდებობაზე უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.

ლომჯარიას თქმით, აპირებს, განსაკუთრებით გააძლიეროს სახალხო დამცველის საქმიანობა ბავშვთა უფლებების მიმართულებით, ასევე მისთვის პრიორიტეტი  ქალთა უფლებებისა და  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა იქნება:

„პოლიტიკურ უფლებებთან ერთად, ჩემთვის პრიორიტეტი იქნება სოციალური და ეკონომიკური უფლებები.  ვაპირებ,  რომ განსაკუთრებით გავაძლიერო ბავშვთა უფლებების მიმართულებით სახალხო დამცველის  საქმიანობა,  ასევე ქალთა უფლებების დაცვა, შშმ პირთა უფლებების დაცვა, ასევე, ვაპირებ, ვიმუშაო, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს სახალხო დამცველის მუშაობა, მათ შორის ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებასთან მიმართებაში“,-აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics