12:42 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-07 13:25:52, 1753 ნახვა

კომენტარი
მიხეილ ჩხენკელი: ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მსგავსი ტრაგედია აღარასდროს განმეორდეს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გარდაცვლილი მოზარდების ოჯახებს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს.

მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა მსგავსი ტრაგედია ქვეყანაში აღარასოდეს განმეორდეს.

ჩხენკელის განმარტებით, პირველ რიგში საკითხი ეხება სკოლებში უსაფრთხოებას:

„მინდა, კიდევ ერთხელ  მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საზოგადოებას. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მსგავსი ტრაგედია აღარასდროს განმეორდეს. როგორც მოგეხსენებათ, შევხვდი შს  მინისტრს, სადაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეიქმნას უწყებათაშორისი ჯგუფი,სადაც შევლენ სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები, მათ შორის  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტრო იქნება წარმოდგენილი, კულტურის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე  არასამთავრობო ორგანიზაციები,საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდობის თემატიკით არიან დაკავებულნი,  რომ მოხდეს ჩამოყალიბება  სტრატეგიის, რათა მსგავსი ტრაგედია აღარასოდეს  განმეორდეს.პირველ რიგში საკითხი ეხება სკოლებში უსაფრთხოებას“,-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics