02:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-07 10:54:39, 1890 ნახვა

საზოგადოება
კვირიკაშვილი: ჩვენ არ გვჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომელიც შეიძლება არასდროს განხორციელდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირკაშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, გამოიძებნოს სწორი გზები, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები თავიდან იქნას აცილებული.

 „რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომელიც შეიძლება არასდროს განხორციელდეს. ჩვენ გვინდა ახლავე გარკვეული ზომების მიღება იმისთვის, რომ სკოლა, მისი ტერიტორია იყოს დაცული და იმისთვის, რომ მშობლებს არ ეშინოდეთ სკოლაში ბავშვების გაშვება. იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ, ჩვენ გვჭირდება საუბარი ჩვენს შვილებთან და მეტად უნდა მოვუსმინოთ მათ”,-აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ორი მოზარდი დაჭრეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics